აღმოაჩინეთ იმერეთის სული | ტრადიციული სამზარეულო და ოჯახური სტუმართმოყვარეობა კორენას საოჯახო სასტუმროში
გამოქვეყნებულია July 2026
"აგროსახლი ქორენა" - საოჯახო სამა სპინძლოა ოკრიბის ქვაბულში ჩაძირულ სოფელ გელათში, რომელიც იმერული კულინარიისა და კულტურის სრულ ნაკრებს სთავაზობს ავთენტურობისა და მრავალფეროვნების მაძიებელ სტუმრებს. 🏡საცხოვრებლად სოფელში გადასვლის შემდეგ მაიკო კეზევაძემ საკუთარ სახლში პატარა სასტუმრო გახსნა. სტუმრებს ნამდვილი იმერული კერძებით უმასპინძლდებოდა და თავის კუთხეს მთელი დიდებულებით აცნობდა. ასე გადაიქცა აგრო-ტურისტული ობიექტი გასტრო-ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეულ სამასპინძლოდ. 🌿მივიწყებული ადგილობრივი კერძები, რომლებიც „ქორენაში“ ცოცხლდება და რომლის მომზადებაში ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ჩაერთოს, მაგიდასთან ტრადიციული იმერული წესით მიდის. ეს კი ჯადოსნური მოგზაურობაა ძველ იმერეთში, სადაც მასპინძლისთვის ყველა სტუმარი განსაკუთრებულია. ოჯახური სამასპინძლო ყველაზე ნათლად ამჟღავნებს იმ პეწს, რომელიც იმერეთში მოგზაურობას და იმერლების მასპინძლობას ახასიათებს. თუკი იმერეთის შუაგულში იმერეთის სულის ამოცნობა გინდა, „ქორენაში“ გელიან.