← ყველა ვიდეო

იმერეთიდან ფრანგულ ტელევიზიამდე✨ | ქართული კულინარიული მოგზაურობის ისტორია

გამოქვეყნებულია July 2026

და ეს ამბავი ასე დაიწყო, ჩემი უერთგულესი Keti Kvichidze მირეკავს და მეუბნება, ფრანგულ გერმანული, ტელეკომპანია არტე ,ქართულ სამზარეულოზე გადაცემას იღებს და შენზე დავამისმართეო, ვაჰ ცოტა დავიბენი, დიდი პასუხისმგებლობაა..კი არ შევშინდი , უფრო დავიმორცხვე ალბათ☺️, 6 თვე მამზადებდნენ ამ გადაღებისთვის, მთავარი კერძი ჩაქაფული უნდა ყოფილიყო, ანუ ღვინო და ღვინოში მომზადებული კერძი,  და ერთ დღესაც გამოგვეცდახა უსაყვარლესი ფრანგი ჟურნალისტი, როგორც კი შევხვდი ყველა სტრესი უცებ მომეხსნა, უთბილესი ბიჭი, ხოდა დადგა და სამი დღე მიღებდა კადრებს, ხან ისე ხან ასე😂 ბოლოს მითხრა, ძალიან კარგი და უშუალო რესპოდენტი ხარო😂 კი გავიპრანჭე იმერულად😂 კერძიც კარგი გამომივიდა და ამბებსაც მშვენივრად მოვუყარე თავი❤️ ხო სტუმრები გვინდა ქართველებიო, კაი თამადა და მომღერალიო.. ვინ თუ არა ჩემი Tamari Vashakidze Atuka Murusidze, დაატრიალეს და რა დაატრიალეს, ხოდა ეს ჩვენი ფრანგი ცოტა დაბნეულიც კი გვიყურებდა😂 თამარამ თავის ეშხით მოხიბლა, ათუკამ სიმღერით 😂❤️ და ბოლოს უდიდესი მადლობა ჩემს გოგონებს, Nana Xantadze, Iri Iri, Xatuna Gvetadze, Maka Janashia, Luara Geradze, Lali Gvetadze, Irine Vaxtangadze, Natia Sharvadze , თქვენ რომ არა, არც არაფერი გამომივიდოდა არც ისე და არც ასე🙏❤️